2020-01-28 10:53:51, 1856 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს
უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს.
ამის შესახებ მან PosTV-ს ეთერში განაცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, საქმიანობას გერმანიაში, საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გააგრძელებს.
„ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩის, ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა დროც მქონოდა პირადი საქმეების მოსაგვარებლად. თებერვლის მიწირულს იგეგმება ჩემი იქ წასვლა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,