|
2020-01-27 14:43:02, 2272 ნახვა
სამართალი
ბათუმის ყოფილ მერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასამარო დარბაზში კიდევ 6 მაღალჩინოსნის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელთაგან მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს, წელიწადით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ, ბათუმის მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დააკისრა. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილე არჩილ ვანაძეს, ის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება ბათუმში „იაფი სახლის“ პროექტს, რომლის განხორციელებაც არ მომხდარა. განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად ერთი მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. გიორგი ერმაკოვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)