2020-01-27 10:41:53, 948 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კალათბურთელ კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვას განცხადებით გამოეხმაურა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გარადაცვლილის ოჯახს გულწრფელად უსამძიმრებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.
კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,