13:44 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 18:02:11, 3056 ნახვა

ეკონომიკა
მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ და კვების ობიექტებს 238, 665 ვიზიტორი სტუმრობდა.

მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე დაფიქსირდა, რაც 137%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ვიზიტების რაოდენობის მხრივ ლიდერობს ქედის მუნიციპალიტეტიც, სადაც  გასულ წელს, 57%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა. შემდეგ მოდის ხელვაჩაური +94%-ით, ხულო +61%-ით და შუახევი +30%-ით.

„სასიხარულოა, რომ მთიანაჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია, როგორც ტურისტულ მარშრუტებზე, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და კვების ობიექტებში, ისე მუზეუმებში, ღვინის მარნებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე. ეს კი დამატებით მოტივაციას აძლევს სოფლად, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს განავითარონ არსებული სერვისები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 15 მარკირებული ტურისტული მარშრუტი აჭარის მუნიციპალიტეტებში და აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ და ახალი ტურისტული პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენი რეგიონის სტუმრებს. სწორედ, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარება მოგვცემს საშუალებას აჭარა გავხადოთ ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. 

მოგზაურების სტატისტიკა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მიერ საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების გამოკითხვის შედეგად მომზადდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics