|
2020-01-24 15:46:15, 2229 ნახვა
ეკონომიკა
ნადარეიშვილი: 2014 წლიდან ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა 44%-ით არის გაზრდილი
„ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი პლატფორმების არსებობა, როგორიც არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო, რომელიც, წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებულად მუშაობს ქართული და ევროპული ბიზნესის დაახლოებასა და ინტეგრაციაზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც „თბილისი მარიოტში" ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრთა წლიურ კრებას დაესწრო. მისი შეფასებით, უკვე 800-ზე მეტი ქართული კომპანია ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირში, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა. „ბოლო მონაცემებით, ქართული ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13 პროცენტით გაზრდილი, ხოლო 2014 წლიდან, როდესაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჯამურად ქართული ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 44 პროცენტით გაიზარდა" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლსა და აქტივობას. „მნიშვნელოვანია, რომ DCFTA-ს ფარგლებში 125-ზე მეტი ევროდირექტივის აპროქსიმაცია მოხდა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართულმა ბიზნესმა და სახელმწიფომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებიდან" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)