20:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 15:31:07, 1828 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ხაბეიშვილის ცემაზე - ყველა ეს სამარცხვინო ძალადობა დააჩქარებს და უფრო ტრაგიკულს გახდის რეჟიმის ბედს

„ყველა ეს სამარცხვინო ძალადობა დააჩქარებს და უფრო ტრაგიკულს გახდის რეჟიმის ბედს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა.

ბოკერიას თქმით, იმისათვის რომ მსგავსი სამარცხვინო ფაქტები აღარ განმეორდეს, სამარცხვინო ივანიშვილი და მისი „კლოუნები“ ხელისუფლებიდან უნდა ჩამოშორდნენ.

„ეს არის ასლან  აბაშიძის კურსის გაგრძელება, როცა ხარ აგონიაში, გეცლება დასაყრდენი ფეხიდან და ისტერიკაში მყოფი მიმართავ ძალადობას. ამიტომ ეს ყველაფერი მთავრდება ცუდად იმათთვის, ვინც ამას მიმართავს.

ყველა ეს სამარცხვინო ძალადობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იხსნის რეჟიმს. უფრო მეტიც, დააჩქარებს და უფრო ტრაგიკულს გახდის მის ბედს. ეს არის სურათი, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ ქვეყანას, სადაც მსგავსი ფაქტები აღარსდროს არავის მიმართ არ მოხდება და იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ ჯერ უნდა ჩამოვიცილოთ ეს სამარცხვინო კაცი და მისი „კლოუნები“ ხელისუფლებიდან და შემდეგ დავამტკიცოთ კანონის უზენაესობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics