2020-01-24 13:34:04, 1732 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში ჩავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ცაგერში, სოფელ ჩხუტელში მაშველები მდინარე ცხენისწყლის არხში ჩავარდნილი კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები წყალმა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, მდინარის მეორე მხარეს გამორიყა.
შეგახსენებთ, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ცხენისწყალის არხში გუშინ ღამით ჩადავარდა, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი დინებამ გაიტაცა. ამ დრომდე ნაპოვნია ორი ადამიანის გვამი. მომხდარზე გამოძიეობა 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,