09:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 11:06:51, 3976 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა. ყველა მათგანი ჰაბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქი ვუჰანი, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბლოკადაში მოაქცია. როგორც ცნობილია, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა, მოსალოდნელია მეტროს დახურვაც.

ჩინეთის ხელისულების გადაწყვეტილებით, საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაც დროებით შეჩერდება. მთავრობა ტურისტებს ვუჰანში სტუმრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, ადგილობრივებს კი ურჩევს, არ დატოვონ ქალაქი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics