2020-01-23 16:46:32, 2400 ნახვა
პოლიტიკა
მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა, ის უნდა გახდეს ნატო-ს წევრი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ნატო-ს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიების დროს განაცხადა.
„მე არ ვიცი რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან რატომ არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რომ ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ ვართ მოქალაქეები, რომლებსაც გვაკრიტიკებენ, რომ გვაქვს მეზობლობაზე უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ თანხმდებიან საქართველოს მოწვევას, რუსეთის პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით. საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა, ასე რომ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,