2020-01-23 13:43:36, 2132 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე გახარიას: აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული
„აპაჭუნოს ახლა გახარიამ თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.
კობერიძის თქმით, გიორგი გახარია არასერიოზულად უდგება კონგრესმენების კრიტიკას და სერიოზულ კითხვებს მხოლოდ ირონიით პასუხობს.
„სამწუხარო ის არის,რომ გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს პასუხობს მხოლოდ ირონიით: „სიხარული გინდა თუ წერილი“ და თვალების პაჭუნით. მაშინ აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას წერილი უნდა თუ სიხარული. ესაა ჩვენი უბედურება,რომ ქვეყნიის განვითარებაზე საუბრის ნაცვლად გამოდიან და პირდაპირ ღლიცინით პასუხობენ მსგავსი ტიპის პრობლემებს.ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ეს ასე არ დარჩება, საქართველოს მოსახლეოს მიერ ძალიან მალე დარჩებიან თვალებჩაპაჭუნებულები“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,