|
2020-01-22 13:07:33, 2825 ნახვა
სამართალი
პროკურორი: დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული
„დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული“, - ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, მსჯავრდებულმა დანაშაული მოინანია და ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. „საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის. ამ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის ამ ტიპის შეთანხმება შედგა“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდე დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - ექიმების ჩარევის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულები არასრულწლოვნები, გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან. ასევე, სარალიძის საქმეზე განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)