2020-01-21 23:53:11, 1511 ნახვა
საზოგადოება
პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო.
როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ყოფილი პრემიერის გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თენგიზ სიგუა დაიბადა 1934 წლის 9 ნოემბერს ლენტეხში.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. 1992 წლის 8 ნოემბერს კი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,