14:23 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 22:42:33, 1779 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ, სადაც განხილული იყო ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებს საქართველოს და ბულგარეთს.
 „საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა დაწვრილებით განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებდა საქართველოს და ბულგარეთს. ისინი აღგვიქვამენ, როგორც კარიბჭეს შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიისკენ და ჩვენ ჩვენი მხრივ, მათ აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს ევროპისკენ, შესაბამისად, ჩვენს შორის ურთიერთობები, შავი ზღვის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურად", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics