00:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 14:26:56, 1198 ნახვა

საზოგადოება
JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი  ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს  იუკიჰო ეჯირის  და  სასოფლო-კოოპერატივების  ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ იაპონური გამოცდილების გაზიარებისა და  სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

საქართველოში არსებული  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებებით რეკომენდაციები შემუშავდება. კოოპერატივების საჭიროებებს იაპონელი ექსპერტების ჯგუფი  შეისწავლის. ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა, რომლის  დასრულების შემდეგ  მომზადდება  რეკომენდაციები.  ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლო ტურების ორგანიზება იაპონიაში. 

დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1044 სასოფლო-სამეურნეო კოპერატივი, რომელიც 10 739  მეპაიეს აერთიანებს.

სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რაც გულისხმობს მცირე ფერმერთა გაერთიანებით, მათი ძალებისა და რესურსების კონსოლიდაციით  ბიზნესზე ორენტირებული სუბიექტების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics