22:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 16:46:08, 1407 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: არანაირი პრობლემა „ანას ბაღს“ არ ექმნება, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა

„არანაირი პრობლემა „ანას ბაღს“ არ ექმნება. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვარკეთილში მდებარე სკვერზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მერია მზად არის განახორციელოს „ანას ბაღის“ რეაბილიტაცია და დამატებითი მიწის ნაკვეთი გამოყოს აღნიშნული სკვერისთვის.

„მე ეს თემა თავიდან ბოლომდე შესწავლილი მაქვს და აბსოლუტურად ყველა დეტალი ვიცი. არანაირი პრობლემა „ანას ბაღს“ არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში არც ერთი სკვერს, არც ერთ ბაღს არ შეექმნება პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, იქ კონრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. ჩვენ დავიწყეთ ამ თემის შესწავლა, ნებართვა გაცემული იყო დავით ნარმანიას დროს. როდესაც შემოვიდა საჩივარი, გავაჩერეთ ნებართვა, დავიწყეთ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გაირკვა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული, გაირკვა ის, რომ თვითონ მწვანე სივრცეს, „ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება და პირიქით, დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს „ანას ბაღს". გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, „ანას ბაღის" რეაბილიტია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics