2020-01-20 16:12:00, 1613 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებისა და პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პიკეტირებების სერია იქამდე გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს.
„ერთადერთი, რაც მათ ესმით, ძალაა. ამიტომ, ეს ძალა გამოყენებული იქნება და ხალხის ნებას ვაჩვენებთ. სახელმწიფი უწყებების პიკეტირება მოხდება და 4 თებერვლიდან პარლამენტის პიკეტი განახლდება. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე ჩამოშლილები მივლენ. მათ ორი ალტერნატივა აქვთ – ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან