2020-01-20 11:33:12, 1374 ნახვა
საზოგადოება
აქცია „რედისონთან“ - „გაბედე“ „ქართული ოცნების“ წევრებისათვის სანქციების დაწესებას მოითხოვს
თბილისში, სასტუმრო „რედისონთან“, სადაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, მოძრაბა „გაბედე“ საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეეები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ იმის მორალური უფლება, რომ ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ.
აქტივისტების ნაწილი სასტუმროს ფოიეში ტრანსპარანტებით მაშინ შევიდა, როცა ღონისძიებაზე მისული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, თუმცა აქციის მონაწილეები დაცვამ ადგილიდან განარიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,