2020-01-20 10:27:44, 1036 ნახვა
საზოგადოება
ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს
ირანში, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს.
ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრების გადასვენებას აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
კატასტროფიდან ათი დღის განმავლობაში, ირანში უკრაინელი სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებიც დაღუპულთა იდენტიფიცირებას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა. ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან