|
2020-01-18 11:52:43, 2037 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება
თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით; მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ მოძრაობა შეიზღუდება; გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება; ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების, შენგელაიასა ან ლესელიძის ქუჩების გავლით დაუკავშირდება. ამასთანავე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ავტობუსები N23, N24, N32, N33, N45, N51, N108 და მიკროავტობუსები N77, N85, N96, N111 და N133 ვასაძის და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ისინი ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩას დაუკავშირდებიან. ხოლო, ავტობუსი N32 შეშელიძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩაზე გადავა. „ახმეტელის თეატრიდან“ ავტობუსები N45, N73 და N108 და მიკროავტობუსები N86, N95, N116, N136 და N139 დადგენილი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობენ ვეკუას ქუჩაზე, სადაც ვეკუას N24ა-სთან მოუხვევენ ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ქერჩის ქუჩას ვასაძისა და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. N142 და N145 მიკროავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ იმოძრავებენ გობრონიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც N24ა-სთან ხიზანიშვილის ქუჩისკენ მოუხვევენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)