2020-01-17 14:19:56, 2900 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, კვლევები პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა
გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით.
„ამიტომ, ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ არჩევნებს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, გუშნ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,