20:04 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 13:46:55, 2105 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილებები, ვგულისხმობ სისტემის დემონტაჟს ივანიშვილის თამადობით

 „ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელიწადში“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან, პროცესზე შესვლამდე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, საქართველოს სჭირდება რადიკალური ცვლილებები, რაც გულისხმობს სისტემის დემონტაჟს, ივანიშვილის მეთაურობით.

„მე გული მწყდება, კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანუად გული მწყდება თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელიწადში. როგორც ქართველი ვამბობ ამას და მისმა ამ დეგრადირებამ, როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, რადგან პატარა ქვეყანა ვართ. ენთუზიაზმი, რომელიც იყო 2012 წელს, რომ რაღაც შეიცვლებოდა სად მივიდა. აქვს ქვეყანას ამხელა რესურსი, რომ სულ წრეზე ვიაროთ? ეს არის სამარცხვინო და მე გული მწყდება, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება. ამ ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილებები და ქირურგიული ჩარევა, მე ამაში ვგულისხმობ სისტემის დემონტაჟს ბიძინა ივანიშვილის თამადობით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics