21:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 17:46:55, 2133 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: მზად ვართ და ნაბიჯებსაც ვდგამთ დიალოგისკენ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის და ნაბიჯებსაც დგამს დიალოგისკენ აფხაზურ და ოს საზოგადოებასთან.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს და ნაბიჯებსაც ვდგამთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისაკენ. ეს აუცილებელია და, ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს. ისევე, როგორც არსებობს სივრცე და საკითხები.

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის (მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“) და, საერთოდ, ჩართულობის პოლიტიკის მთავარი ღერძი გახლავთ ის, რომ უნდა აეწყოს დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთი სფეროები, როგორიც არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება ადამიანებს შორის.

არსებობს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა საკითხების ირგვლივ ასევე დაილოგის სივრცე და კიდევ უფრო ფართო, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ, ამის შესაბამისი ფორმები გამოძებნადია. ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „დაუწერელი თავიც“ კი არის. იმიტომ რომ არაერთი მოსაზრება, მათ შორის, არაფორმალურად თუნდაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან განგვიხილავს კიდეც.

თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ფორმებიც არის სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია იყოს თბილისში ან თუნდაც სოხუმში. მთავარია შინაარსი და მზაობა სწორედ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.              





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics