2020-01-16 11:00:46, 1051 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა „ცუდად მუშაობს“.
კითხვაზე - „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“ - გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ „ცუდად“ აფასებს, 30%-მა აღნიშნა, რომ „კარგად“ აფასებს, ხოლო 5%-მა „არ იცის“.
კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო
ავტორი: ექსპრესნიუსი,