16:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-15 13:41:26, 1783 ნახვა

სამართალი
დეკანოზის სიცოცხლე ყოველ წუთს დიდი საფრთხის ქვეშ დგას - გიორგი მამალაძის ადვოკატი სასჯელის გადავადებას ითხოვს

„ყოველი წუთით და წამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას დეკანოზის სიცოცხლე“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მამალაძისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს, რომლის პრეცედენტები მართლმსაჯულებაში ნამდვილად ყოფილა.

„ეს არ არის ჩვენი ნახვის შემდეგ შეფასება, ეს მართლა რეალობაა და ყოველი წუთით და წამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას მისი სიცოცხლე. პრეცედენტები არსებობს მართლმსაჯულებაში და სასამართლოში ყოფილა სასჯელის გადავადება. ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დეკანოზი თავისუფლებაში შეხვდეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სამართლიანობას შეეფერება და ყველა დაინახავს დეკანოზის უდანაშაულობას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics