|
2020-01-15 11:57:04, 983 ნახვა
საზოგადოება
Human Rights Watch - „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცე შეარყია
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავაში, საქართველოს მედიალანდშაფტში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია“, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების ანგარიშშია აღნიშნული. „გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა, რომელიც აცხადებდა, რომ 2006 წელს ეს ტელეკომპანია მას იძულებით გააყიდინეს საბაზროზე ნაკლებ ფასად. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ამ ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად. ხალვაშმა გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა. სალიამ ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პირობა დადო, მაგრამ მალევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდუსერები და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანები გაათავისუფლა. სალიამ მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა, რაც ახალი მფლობელის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებებით გამოიხატებოდა. ამ ნაბიჯს საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი პერსონალის გადადგომა მოჰყვა, რის შედეგადაც რუსთავი 2-ზე ახალი ამბების მაუწყებლობა დროებით შეწყდა. აგვისტოში, პროკურატურამ გვარამიას „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდება წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ 2015 წელს თვალთმაქცური ხელშეკრულება გააფორმა ტელეკომპანიაში კომერციული რეკლამის განთავსებაზე, რის შედეგადაც კომპანიამ 7.2 მილიონი ლარი (დაახლოებით 2.5 მილიონი აშშ დოლარი) ვერ მიიღო. სასამართლომ გვარამიას 40,000 ლარის (დაახლოებით 13,500 აშშ დოლარი) გირაო შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროკურატურის „დაჩქარებულ“ მოქმედებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რომელიც შესაძლოა „მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.“ სექტემბერში გვარამიამ ახალი, ოპოზიციური მაუწყებელი - „მთავარი არხი“ დააარსა და „რუსთავი 2“-ის ბევრი ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი დაასაქმა. ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა ასევე ავთანდილ წერეთელს, კიდევ ერთი დამოუკიდებელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას. პროკურატურა წერეთელს ედავებოდა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის დახმარებას 17 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი „დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის“ კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)