|
2020-01-14 16:57:48, 2067 ნახვა
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების აღდგენა შეუძლებელია
საქართველოს რეგიონული განვითარებსისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშელკრულების აღდგენა შეუძლებელია. უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ გრძელდება ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. „სამწუხაროა, რომ გრძელდება ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვარის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, წერილობითი შეტყობინებით, იმავე დღეს ჩაბარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60 დღიან წინა საარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს საარბიტრაჟო დავის წამოწყებას და მხოლოდ წინა საარბიტრაჟო პროცედურებზე მოლაპარაკებას საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების მიზნით. მხარეთა შორის 60 დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს. რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივას, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის მშენებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)