|
2015-07-27 17:57:57, 991 ნახვა
სამხედრო
ამერიკელი სამხედრო „გენერალი კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილე მაიორი ვინსენტ მუკერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს დროშაც გადასცა, რომელიც ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების - „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ფრიალებდა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მაიორ ვინსენტ მუკერს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. დაჯილდოების ცერემონიალს გენერალური შტაბისა და ODC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაიორმა ვინსენტ მუკერმა საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობა დაასრულა. ის საქართველოში 2013 წლის აგვისტოდან მოღვაწეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)