22:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-11 15:54:21, 2206 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: ოპონენტების კრიტიკა, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა მთავრობის არასწორი მენეჯმენტის გამო გაუვიდა უსაფუძვლოა

„ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამა C ჰეპატიტისგან განკურნებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპონენტების კრიტიკა, რომ C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყოფილ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პრეპარატებს ვადა მთავრობის არასწორი მენეჯმენტის შედეგად გაუვიდა უსაფუძვლოა.

„ის, რომ თითქოს პროგრამა ჩავარდა, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი აპელირებენ 2018 წლის მონაცემზე, როდესაც 2000 პაციენტით ნაკლებმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, ვიდრე ამის საშუალებას იძლეოდა პრეპარატების ოდენობა. ამიტომ, პრეპარატების შესაბამისი ოდენობა დარჩა მოხმარების გარეშე. ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამა C ჰეპატიტისგან განკურნების. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს გამოვლენა. მე ვფიქრობ, აქ უნდა იყოს აქტიურობა არა მხოლოდ უწყების და დარგის სპეციალისტების, არამედ პაციენტებისაც.  ამ შემთხვევაში იქნება მაღალი მოხმარება პრეპარატის და რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ქვეყანაში ელიმინაცია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. აუდიტის დასკვნამ ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics