2020-01-11 10:51:12, 2148 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან, მადლობა გიორგი გახარიას მხარდაჭერისთვის
„ისტორიის რთულ მომენტებში საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრისთვის.
„საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში. მადლიერი ვარ გიორგი გახარიასი, მისი მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,