2020-01-10 16:00:04, 2207 ნახვა
საზოგადოება
ხმაური და დაპირისპირება „ანას ბაღში“ - დაკავებულია 4 პირი
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა.
ადგილობრივი მოსახლეობა, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არსებული „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10 სართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებს. მათი მოთხოვნაა, რომ ადგილზე დარჩეს გამწვანება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „გისსონი“ აპირებს მშენებლობის განხორციელებას. სწორედ აღნიშნული კომპანიის დაცვის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან