2015-07-27 16:01:31, 360 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: გული დამწყდა, რომ პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას არ დაესწრო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს არ აქვს ინფორმაცია,ბრატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის გახსნას.
როგორც სერგეენკომ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გული დასწყდა, რომ პრეზიდენტი ფესტივალის გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე არ იმყოფებოდა.
„არ ვფლობ რაიმე ინფორმაციას პრეზიდენტის ოლიმპიადის გახსნაზე არ დასწრების შესახებ. მართალი გითხრათ, გული დამწყდა იმიტომ რომ გახსნის ცერემონია მართლაც გრანდიოზული იყო და მე პირადად დიდად ვისიამოვნე“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან