18:44 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 14:48:04, 2252 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საკასაციო სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივარს დღეს განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საკასაციო სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივარს დღეს განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია ე.წ სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.

„ საკასაციო სასამართლო 2020 წლის 10 იანვარს, 15:00 საათზე განიხილავს აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ალხას კვიციანის საჩივარს. საკასაციო სასამართლოს შეხვედრას მოსამართლე ლი ადლეიბა და ეკატერინა ონიშენკო, თემურ ტამბას ხელმძღვანელობით დაესწრებიან“, - აღნიშნულა ე.წ სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ხუთშაბათს, 9 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საკასაციო სასამართლომ განიხილა ე.წ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიციანის სარჩელი, გასულ წელს გამართული არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს  მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics