2020-01-10 00:21:08, 2335 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ე.წ ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარე აქციას ეხმაურება.
"ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში",-წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მათ პრეზიდენტის ამინისტრაციის შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეანგრიეს.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართა. არაღიარებულმა რესპუბლიკის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ალხას კვიცინიამ 46.19%.
ავტორი: ექსპრესნიუსი,