18:44 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 18:20:33, 2000 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ივანიშვილისთვის და მისი „კლოუნების“ გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი - ცუდი და ძალიან ცუდი

„ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი „კლოუნების“ გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი - ცუდი და ძალიან ცუდი“, - ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აღძრული საქმეებით ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია.

„ზოგადად ყველა ვხედავთ, რომ აგონიაში მყოფი ივანიშვილი რეჟიმი ახდენს დაჩქარებას ყველგან, ხალხს ბრალი აქვს წაყენებული, ხუთ-ხუთი სხდომა ჩანიშნეს ყველგან. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის გადარჩენის გზა. ის მწარედ ცდება. ცდება. მისთვის და მისი კლოუნების გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი – ცუდი და ძალიან ცუდი. ქვეყნისთვის სჯობს, რომ ცუდი სცენარი აირჩიოს მისთვის, მაგრამ ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზად. იმ შეურაცხყოფის შემდეგ, რომელიც მიაყენა საზოგადოებას, რომ ყველანი ფეხებზე მკიდიხართო, არსებობს მთავარი დაკვეთა და ახლა არის ამ დაკვეთის შესრულება – მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან, სასურველია პროპორციული თავისუფალი არჩევნებით, ან შედარებით თავისუფალი არჩევნებით. თუ ის ასლან აბაშიძის გზას გააგრძელებს, აკეთებს ძალიან ცუდ და მისთვის პოლიტიკურად ტრაგიკულ არჩევანს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics