20:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 12:52:39, 1874 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ რამიშვილი: ვეცდები, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შიმშილობა გადავათქმევინო

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის,  გიორგი მამალაძის მოსანახულებლად გლდანის ციხეში მისი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მივიდა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შეეცდება დეკანოზ გიორგი მამალაძეს შიმშილობა გადააფიქრებინოს.

„პირველ რიგში უნდა გავერკვიო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველანაირად ვეცდები, რომ გადავათქმევინო შიმშილობა იმიტომ, რომ ეს იმ ადამიანების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებმაც თავიდან ბოლომდე ეს სიბინძურე და ეს არაადამიანური, ორგანიზებული ქმედებები განახორციელეს დეკანოზის წინააღმდეგ. ნათლად ჩანს, რომ პენიტენციალურმა სისტემამ, სადაც ჩაატარა ექსპერტიზა, ეს არის დაკვეთით, რაც სურდათ სიმულაციით ჩაწერა, ის ჩაუწერეს, რაც აბსურდია და უბრალოდ სირცხვილია. ექიმები, რომ ესეთ დონემდე მიდიან და ესეთ გარიგებას აწარმოებენ ხელისუფლებასთან და გარკვეულ პირებთან. რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოვიყენეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics