08:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 11:32:44, 3163 ნახვა

მსოფლიო
ირანული მედია - აშშ-ს ავიაბაზებზე მიტანილი იერიშის შედეგად 80 სამხედრო მოსმსახურე დაიღუპა

ერაყში, ირანის მერ აშშ-ს ავიაბაზებზე მიტანილი იერიშის შედეგად 80 სამხედრო მოსმსახურე დაიღუპა. - ამის შესახებ press.tv  იტყობინება. 
აშშ-ის თავდაცვის უწყებამ გამოქვეყნებულ განცხადებაში ოფიციალურად დაადასტურა, ირანიდან განხორციელებული სარაკეტო შეტევები ირბილისა და ალ-ასადის ბაზებზე.
შეგახსენებთ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს, მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ყუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი. 
პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

ჩასწორება - ირანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს პენტაგონი. ამასთან დაღუპლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics