14:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 15:55:39, 1177 ნახვა

კომენტარი
უგულავა: ლავროვს დარღვეული აქვს კანონი და ის არ უნდა შემოუშვან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

„ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ლავროვის საქართველოში შემომშვები ყველა პირი კანონდამრღვევი იქნება, რომლებსაც ადრე თუ გვიან პასუხი მოეკითხებათ.

„ „ქართული ოცნების“ მთავრობა რომ მოვიდა, პირველი რისი გაუქმებაც უნდოდა, იყო ანტიოკუპაციური კანონის გაუქმება. „ქართული ოცნებისგან“ ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, მაგრამ კანონი არის კანონი, ის მოქმედებს მინისტრზეც, რიგით მოქალაქეზეც. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვან. ყველა შემომშვები იქნება დამრღვევი და შესაბამისად, კანონდარღვევის გამო ადრე თუ გვიან მოეკითხებათ პასუხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics