16:49 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 17:25:58, 4661 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიმდინარე წელს ენერგეტიკის სექტორში ძალიან შედეგიანი რეფორმა დავიწყეთ

2019 წლის ეკონომიკური შედგების შეფასებისას, მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი და აღვნიშნო, რომ წელს ენერგეტიკის სექტორში რთული, მაგრამ ძალიან შედეგიანი  რეფორმა დავიწყეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის 2019 წლის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ენერგეტიკული ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავუმკლავდით ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ჰიდროსადგურების მშენებლობასთან იყო დაკავშირებული და უკვე 25-მდე ახალი მცირე ჰესის პროექტი იწყება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მათ შორისაა ისეთი დიდი ისტორიული პროექტი, როგორიცაა ნამახვანიჰესი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 მისივე განცხადებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენერგეტიკის სექტორის რეფორმა ხელს უწყობს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების სტაბილურობას.

„თქვენ ხედავთ ამ ფონზე სემეკის გადაწყვეტილებებს -  უახლოესი 3 წელი ჩვენ პრობლემა არ გვექნება ამ მიმართულებით, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს - ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები მართვადია", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics