18:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 13:34:28, 1327 ნახვა

საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურიად მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანას, მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოეთის კლინიკებთან და ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

„ცოტნეს გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ზუსტდება დეტალები და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, თუ როდის გადაგვყავს. დანამდვილებით ვაპირებთ გადაყვანას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. იყო საუბარი ორ-სამ ქვეყანაზე, ბოლოს იყო საუბარი თურქეთზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დანამდვილებით დაზუსტებული, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა .მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული კიდევ  1 პირი - თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics