17:30 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 11:04:45, 3855 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: არანაირ წარმატებას არ ექნება მდგრადი პერსპექტივა, თუ არ შევქმენით თანამედროვე განათლების სისტემა

„არანაირ ჩვენს წარმატებას, არ ექნება მდგრადი და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით თანამედროვე განათლების სისტემა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გაახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2019 წელს დაიწყო, გაგრძელდება და პრიორიტეტული იქნება 2020 წლის განმავლობაში.

„მინდა, გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს განათლების მიმართულებით. განათლების რეფორმა არის უაღესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ, იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics