17:30 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 16:43:53, 3081 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - ვუერთდებით სიხარულს, რომ ექიმი შინ დაბრუნდა, მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ე.წ გამშვები პუნქტები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვაჟა გაფრიდაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს საელჩო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება და ასევე, საოკუპაციო რეჟიმს გამყოფ ხაზზე არსებული გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს.

„მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics