12:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 15:48:49, 3639 ნახვა

კომენტარი
ეუთო-ს გენმდივანი: მივესალმები ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლებას - მომავალში დაკავებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი გამოეხმაურა.

როგორც გრემინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, აუცილებელია, მომავალში თავიდან იქნას აცილებული დაკავებები და ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული იყოს.

„ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება მისასალმებელია. მომავალში დაკავებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული და ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ დროს გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს“, - წერს ეუთო-ს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics