|
2015-07-26 12:27:40, 1015 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ საველე სწავლებას დაესწრო
გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლების 2015 „სამგლე ველის“ მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან ერთად საველე ბანაკის მართვის ცენტრი დაათვალიერა და სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მართვის ცენტრის დათვალიერების შემდეგ კი მინისრტმა სხვადასხვა სასწავლო წერტილი და საპატრულო ბანაკი მოინახულა, ასეულის სწავლებას დაესწრო და წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. „ჯარი მუდმივად მზადების პროცესშია და ეს სწავლებაც ამის დასტურია. ჩვენი ჯარისკაცები მომზადების კურსს, პრაქტიკულად, 12 თვის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ბაზებზე და სხვადასხვა ადგილებში გადიან. ამ შემთხვევაში სადაზვერვო კურსს ვესწრებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი იყოს მუდმივად განახლებადი - მოიზიდოს რესურსები როგორც უცხოელი ინსტრუქტორების მეშვეობით, ასევე იმ მატერიალური საშუალებებით, რომლითაც მარაგდება და მდიდრდება ჯარი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)