00:16 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 13:35:37, 2550 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: მადლობა ყველა იმ პირს, სახელმწიფოს და მეგობარს, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში

„ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ პირს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ჩართული იყო იმაში, რომ  მიღწეული ყოფილიყო ვაჟა  გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა ძალიან კოორდინირებულად მუშაობდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის.

„ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავი არის, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს არის თავისუფალი. ძალიან მალე შეხვდება საკუთარ ოჯახს. საქმეში ჩართული იყო ხელისუფლება ყოველდღიურად და მთელი საზოგადოებაც და ამიტომ, ძალიან სასიხარულოა. ბატონი ვაჟა ვნახე, ის ნორმალურად გრძნობს თავს. უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ახლახანს მოხდა მისი გადმოყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ალბათ, ყველა იმ პირს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც მისი დაკავების დღიდან ჩართული გახლდათ იმაში, რომ მიღწეული ყოფილიყო მისი გათავისუფლება. ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა ძალიან კოორდინირებულად მუშაობდა ამ პერიოდის განმავლობაში ერთი შედეგისა და მოთხოვნისთვის, რაც უკავშირდებოდა მის უპირობო გათავისუფლებას სწორედ უკანონო პატრიმრობიდან. ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელიც დღეს იქნა მიღწეული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics