2019-12-27 12:13:36, 1066 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, მე-11 სკოლაში ფიზიკური დაპირისპირებისას 1 მოსწავლე დაშავდა
თბილისში, მე-11 სკოლაში უფროსკლასებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა.
მოსწავლეებს შორის დაპირისპირება სპორტის გაკვეთილზე ბურთის გამო დაიწყო.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თქმით, მოსწავლემ დაზიანება ძირს დავარდნის შედეგად მიიღო, რომელსაც სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,