17:30 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 10:29:21, 2383 ნახვა

პოლიტიკა
ბიბილოვი ახალგორელებს: შეგიძლიათ უკმაყოფილება გამოთქვათ საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებების გამო

„თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას და გზის ჩაკეტვისა და მათი უაზრო პროვოკაციული ქმედებების გამო უკმაყოფილება გამოთქვათ“, - ასე მიმართა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბოლოვმა ახალგორის მოსახლეობას მათთან შეხვედრისას.

დე ფაქტო ლიდერის თქმით, არ შეიძლება ახალგორის მოსახლეობის ფასეულობები მხოლოდ მათ კომფორტზე იყოს კონცენტრირებული, მაშინ როდესაც წნელისის მოსახლეობას ქართული საგუშაგოების მახლობლად იარაღის ლულა მიშვერილს უწევს ცხოვრება.

„როგორც პრეზიდენტს მომმართავთ, რომ გზები მე ჩავკეტე, მაგრამ ეს არასწორია, პრობლემა ვერ მოგვარდება ჩემს მიერ, ან სამხრეთ ოსეთში. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას და გზის ჩაკეტვისა და მათი უაზრო პროვოკაციული ქმედებების გამო უკმაყოფილება გამოთქვათ, რადგან მათ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათავსეს არალეგალური პოსტი, სთხოვეთ შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა მიმართ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ერთი ქვეყნის მოქალაქეები,რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია, როდესაც ერთ რაიონში გვაქვს პრობლემა, ეს ეხება მთელი რესპუბლიკის მოსახლეობას, თუ მტრული მოქმედებები ეხება ერთი ტერიტორიის მცხოვრებლებს , მაშინ ეს ეხება ყველას. არ შეიძლება ახალგორის მოსახლეობის ფასეულობები მხოლოდ მათ კომფორტზე იყოს კონცენტრირებული, მაშინ როდესაც წნელისის მოსახლეობას ქართული საგუშაგოების მახლობლად იარაღის ლულა მიშვერილს უწევს ცხოვრება. ჩვენ ერთი ვართ და ერთად უნდა ვიბრძოლო მტრის წინააღმდეგ“,  - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვის ულტიმატუმმა მოსახლეობა გააღიზიანა, რომელთა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics