17:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 10:26:41, 1005 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროფესიული განათლების სისტემის მიერ გაცემული სერტიფიკატები და დიპლომები ევროკავშირში იყოს აღიარებული

„დასაქმების პროაქტიულ პოლიტიკაზე საუბრისას, პირველ რიგში, ვგულისხმობთ, როგორ  უნდა შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ჩვენი უფლებების რეალიზება. ეს უფლებები მოგვენიჭა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას, არამედ ღირსეული, ლეგალური დასაქმების უფლებას," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს. „ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებაა, რომ საერთო ევროპულ სახლში არ მარტო დასასვენებლად დავდიოდეთ, ან ვვაჭრობდეთ, არამედ გვქონდეს ერთობლივი ბიზნესები, ასევე საქართველოში მიღებული განათლების ევროპაში აღიარების შესაძლებლობაც. ყოველივე ამას ორგანულად მოყვება ის, რომ ადამიანები შეძლებენ, თავად აირჩიონ, როდის და სად უნდათ ლეგალურად დასაქმება, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ყველგან დაიცვას მათი უფლებები და ასევე იყვნენ თანაბარ და კონკურენტულ მდგომარეობაში კონკრეტული ევროპული ქვეყნის მცხოვრებლებთან. ჩვენ ეს უფლება მოვიპოვეთ და ახლა გვინდა ამის რეალიზება," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სექტორის რეფორმაზე და კონკრეტულად პროფესიულ განათლებაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენლებთან, სადაც უმთავრეს პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა დასახელდა. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი ვითარებაა ტექსტილის სექტორში, ენერგეტიკაში, მშენებლობაში და სხვ.

„ჩვენ, პირველ რიგში, იმაზე ვმუშაობთ, რომ პროფესიული განათლების სისტემაში მომზადებული და გადამზადებული ადამიანების მიერ მიღებული სერტიფიკატები და დიპლომები აღიარებული იყოს მთლიანად ევროკავშირში. ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მოვამზადებთ კადრებს, რომლებიც იქნებიან კონკურენტულები არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ევროპული მასშტაბით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics