2019-12-26 16:04:06, 2138 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია დაპირისპირების თემა არ უნდა იყოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით აქციის გამართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლოა ამ ყველაფერს დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს.
ვოლსკის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, პირიქით, ეს არის თემა, რომლის გარშემოც ყველა უნდა გაერთიანდეს.
„ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. სახელმწიფომ და პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავისი ხაზებით უნდა იმუშაონ. ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს ის თემაა, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან