04:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 12:34:26, 429 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა დაეთმო. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს აღნიშნულ ფაქტი და საქართველოს მიმართ თავიანთ მხარდაჭერას გამოხატეს. ელმარ ბროკის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იგი გეგმავს მოინახულოს ის საზღვრისპირა სოფლები, სადაც ფირნიშებია აღმართული და სურს ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესახებ და ყურადღება ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს.

საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსაც შეეხო. როგორც ელმარ ბროკმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში ევროპარლამენტის ყველა ძირითადი პარტიის – "ევროპის სახალხო პარტიის", "სოციალ დემოკრატთა პროგრესული ალიანსის", "ლიბერალ დემოკრატთა ალანსის", "ევროპულ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის" წარმომადგენლები შედიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics