00:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 11:06:51, 1383 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის მომხმარებელი გადახდების განხორციელებას ინოვაციური მეთოდის, თიბისის სამაჯურის გამოყენებით შეძლებს.

თიბისის სამაჯურით გადახდა ბევრად  მარტივი და კომფორტულია და ამისათვის, ელექტრონული საფულის და ბარათის გამოყენება აღარ არის საჭირო.

სამაჯური ეკოლოგიურად სუფთა, წყალგაუმტარი, სიცხე და ყინვა გამძლე  პროდუქტია და მისი გამოყენებით გადახდა შესაძლებელია  ყველგან, სადაც გადახდის ტერმინალია განთავსებული. გადახდის პროცესი მომენტალურია და ამისათვის სამაჯურის POS ტერმინალთან მიახლოებაა საკმარისი. თიბისის სამაჯურით ასევე შესაძლებელია  ბანკომატიდან თანხის განაღდებაც.

თიბისის სამაჯურით სარგებლობისას მომხმარებელს დამატებითი ნივთების ტარების საჭიროება აღარ ექნება. გადახდა განსაკუთრებით კომფორტულია მოგზაურობისას,  სრიალისას, აუზზე თუ სპორტდარბაზში ყოფნისას.

თიბისის სამაჯურის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე,  ვებ-გვერდზე - https://www.tbcpayment.ge/ka/ , სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სამაჯურის და მისი გამოყენების შესახებ.

მომხმარებლისთვის  უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე დიზაინისა და ფერის თიბისის სამაჯური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics